დანი როდრიკმა ქართული ეკონომიკის განვითარების ფორუმის შედეგები შეაჯამა

ქართული ეკონომიკის განვითარების ორდღიანი ფორუმის შედეგები ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორმა დან იროდრიკმა ტელეკომპანია „მაესტროსთან“ ინტერვიუში შეაჯამა.

როდრიკის თქმით, იყო დრო, როდესაც ბევრი ქვეყანა, მათ შორის საქართველოს წინა ხელისუფლება, ეკონომიკურ რეფორმებს, ძირითადად, უყურებდა, როგორც ეკონომიკის ლიბერალიზაციას და სტაბილიზაციას. დანი როდრიკის შეფასებით, ეს იყო უკან გადადგმული ნაბიჯი და მოლოდინი იმისა, რომ ინდუსტრია თავისით განვითარდებოდა.

”გვქონდა ნაყოფიერი დისკუსია ეკონომიკის გლობალურ გამოწვევებზე, ასევე იმაზე, რა გამოწვევების წინაშეც ქართული ეკონომიკა დგას. ჩვენ ორი დღის განმავლობაში ვისაუბრეთ სხვადასხვა თემებზე, მათ შორის ექსპორტზე, საქართველოს ეკონომიკაზე, განვიხილეთ, რა დაბრკოლებებს აწყდება საქართველოს მთავრობა და როგორ უნდა გაუმკლავდეს მათ. ჩვენ არ გვაქვს მხოლოდ სპეციფიკური რეკომენდაციები მთავრობისთვის, ჩვენ ვისაუბრეთ ახალი ეკონომიკური შინაგანაწესის შესახებ და განვიხილეთ, როგორ იმართება ინდუსტრიული ეკონომიკა.

მე ვფიქრობ, რომ საქართველოს ახლანდელი მთავრობა, ისევე როგორც სხვა ქვეყნის მთავრობები, ფიქრობს, რომ გჭირდებათ ეკონომიკური შინაგანაწესი, რომელიც უფრო მეტად აქტიური იქნება. მთავრობა კომუნიკაციაშია კერძო სექტორთან, ისმენს მათ პოზიციას და ცდილობს, უპასუხოს არსებულ საჭიროებებსაც. ცხადია, მთავრობამ კერძო სექტორისგან წამოსული მოსაზრებები უნდა მოისმინოს და გაითვალისწინოს“ - განაცხადა როდრიკმა.

ჰარვარდისუნივერსიტეტის პროფესორის აზრით, საქართველოს ჰყავს მთავრობა, რომელიც ფიქრობს და აანალიზებს, როგორ უნდა გაუმკლავდეს ეკონომიკის სფეროში არსებულ გამოწვევებს. ”მოხარული ვარ, რომ მთავრობა, პრაქტიკულად, ნერგავს საუკეთესო გამოცდილებას ეკონომიკის შინაგანაწესის შეცვლის პროცესში“, - აღნიშნა დანიროდრიკმა.