სამცხე-ჯავახეთში 52 საწარმო გაფართოვდა და 7 ახალი ამოქმედდა

ყველა საქმე, რომელსაც ვაკეთებთ, იქნება ეს ჯანდაცვა, სოფლის დახმარება თუ ნებისმიერი სხვა რეფორმა, ჩვენი ხალხისთვის, უკეთესი ცხოვრებისთვის და ჩვენი შვილების მომავლისთვის არის

, - ამ განცხადებით პარტია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარემ გიორგი კვირიკაშვილმა გუშინ ახალციხეში, მხარდამჭერებს მიმართა.

”მარტო სამცხე-ჯავახეთში დღეისათვის გადაიარაღდა და გაფართოვდა 52 საწარმო, ამოქმედდა 7 ახალი საწარმო. ჩვენ ძირითადად დავაფინანსეთ რძის გადამამუშავებელი, მესაქონლეობის, სასათბურე და შესანახი მეურნეობები. დღეს უკვე ზოგიერთი ეს საწარმო იმდენად მაღალი ხარისხის პროდუქციას უშვებს, რომ მათი ნაწარმი არა მარტო ჩვენში, არამედ უცხოეთშიც გადის და ღირსეულ კონკურენციას უწევს იქაურ პროდუქციას”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, მმართველი გუნდის მიზანი წარმოების ხელშეწყობა, ბიზნესისთვის პირობების შექმნა, მეტი სამუშაო ადგილი და ხალხისთვის მეტი შემოსავლის გაჩენაა. ”პირველ რიგში, ჩვენ გვინდა, რომ ადამიანები თავისი ცხოვრებით იყვნენ კმაყოფილი, თავისი ოჯახის წინსვლით იყვნენ ბედნიერები”, - აღნიშნა მან.