სამგორის რაიონში მცხოვრებმა სოციალურად დაუცველებმა ეკონომიკის სამინისტროსთან აქცია განაახლეს

ეკონომიკის სამინისტროსთან სამგორის რაიონში მცხოვრები სოციალურად დაუცველთა და დევნილთა აქცია განახლდა.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი 13 წელია ეკონომიკის სამინისტროსგან სამგორის რაიონში ძველი სათამაშოების ქარხნის შენობის დაკანონებას ითხოვენ, თუმცა უშედეგოდ.

მათი განმარტებით, შენობა ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა.

მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები.

აქციას რამდენიმე წუთის წინ ”პატრიოტთა ალიანსის-გაერთიანებული ოპოზიციის” სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბეჟან გუნავა შეუერთდა, რომელიც ორი რამდენიმე დღის წინ, ეკონომიკის სამინისტროსთან, ამავე ჯგუფის მიერ ორგანიზებულ აქციაზე დააკავეს.