დიდ ბრიტანეთში ავიაკონცერნ Airbus-ის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

დასავლური მედიის ცნობით, Airbus-ი თალღითობასა და კორუფციაშია ეჭვმიტანილი.

კომპანიაში აცხადებენ, რომ საუბარია შესაძლო დარღვევებზე სამგზავრო თვითმფრინავების გაყიდვის კუთხით.

კერძოდ, დიდი ბრიტანეთის მსხვილ ფინანსურ მაქინაციებთან ბრძოლის სამსახური შეამოწმებს იმ კონსულტაციებს, რომლებსაც Airbus-ი მესამე პირების ჩართულობით ატარებდა.

კომპანიაში აცხადებენ, რომ გამოძიებასთან სრულად თანაშრომლობენ.

2014 წელთან შედარებით შარშან Airbus-ის სუფთა მოგება 15%-ით გაიზარდა და 2,7 მილიარდი ევრო შეადგინა, საქონელბრუნვა კი 6%-ით გაიზარდა და 64 მილიარდი ევრო შეადგინა.

Airbus-ის ხელმძღვანელობა წელს 650 თვითმფრინავის გამშვებას გეგმავს.