ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ექსპორტი 42%-ით გაიზარდა

ღვინის ეროვნული სააგენტო ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ექსპორტის 7 თვის მონაცემებს აქვეყნებს.

სააგენტოს ინფორმაციით, 2016 წლის ივლისის მდგომარეობით, საქართველოდან მსოფლიოს 44 ქვეყანაში ექსპორტირებულია 23 932 067 ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 42%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს. საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 55,3 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 16%-ით მეტია გასულიწლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე.

საანგარიშო პერიოდისთვის ექსპორტის მატება აღსანიშნავია როგორც ევროკავშირის ქვეყნების, ისე ჩინეთისა და სხვა ტრადიციული ბაზრების მიმართულებით: ჩინეთი - 152% (2475557), ბელარუსი - 122% (575166), უკრაინა - 72% (2595947), რუსეთი - 50% (12748273), პოლონეთი - 29% (1190926), ესტონეთი - 57% (379650), ყირგიზეთი - 107% (163966), გერმანია - 21% (174166), იაპონია - 12% (101448), დიდი ბრიტანეთი - 44% (58618), და სხვა.

ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: რუსეთი (12 748 273), უკრაინა (2 595 947) , ჩინეთი (2 475 557), ყაზახეთი (1924046ბოთლი) და პოლონეთი (1 190 926).

ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოებიდან ყველაზე დიდი რაოდენობით ექსპორტირებულია „ქინძმარაული“ –3 210 280 ბოთლი, „მუკუზანი“ – 1 230 522 ბოთლი, „წინანდალი“ – 1 016 107 ბოთლი, „ახაშენი“ – 518 170 ბოთლი, „ხვანჭკარა“ – 169 371 ბოთლი და ა.შ.

ამასთან, მსოფლიოს 16 ქვეყანაში ექსპორტირებულია 4 303 645 ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 32%-ით აღემატება 2015 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია 9,9 მლნ აშშ დოლარის ღირებულების - ზრდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11%-ს აღწევს.

მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალის, ჩამოსასხმელი ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა საანგარიშო პერიოდში 92,3 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. გასული წლის 7 თვის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 70,7 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა