5 ყველაზე პოპულარული ქართული ღვინო ექსპორტზე

2016 წლის ივლისის მდგომარეობით, საქართველოდან ღვინის ექსპორტი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 42%-ით გაიზარდა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მსოფლიოს 44 ქვეყანაში 23 932 067 ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული.

7 თვის განმავლობაში ყველაზე დიდი რაოდენობით საქართველოდან ექსპორტზე „ქინძმარაული“ გავიდა - 3 210 280 ბოთლი, მეორე ადგილზეა „მუკუზანი“ –1 230 522 ბოთლი, მესამეზე კი „წინანდალი“ – 1 016 107 ბოთლით. პირველ ხუთეულში ასევე მოხვდნენ „ახაშენი - 518 170 ბოთლით და „ხვანჭკარა“ – 169 371 ბოთლით.

ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: რუსეთი (12 748 273), უკრაინა (2 595 947) , ჩინეთი (2 475 557), ყაზახეთი (1 924 046 ბოთლი) და პოლონეთი (1 190 926).