დიმიტრი ხუნდაძე - 2017 წლიდან დაგროვებითი საპენსიო სისტემაზე გადასვლა შესაძლებელი იქნება.

პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის დიმიტრი ხუნდაძის ინფორმაციით, 2017 წლიდან დაგროვებით საპენსიო სისტემაზე გადასვლა შესაძლებელი იქნება.

როგორც ხუნდაძემ დღევადნელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ამისთვის საკანონმდებლო ბაზა მზად არის.

მისივე თქმით, დაგროვებითი პენსიის ერთ-ერთი შემადგენელი - სოციალური პენსია ანუ საბაზისო პენსია იქნება მზარდი, რომელსაც დაგროვებითი საპენსიო სისტემა დაემატება.

”იმის მიუხედავად, რომ საპენსიო განაკვეთი 65%-ით გაიზარდა, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში პენსია სექტემბრიდან 216 ლარი ხდება, პენსია ფაქტიურად არის შემწეობა და ჩვენ დაგროვებით საპენსიო სისტემაზე სწრაფად უნდა გადავიდეთ. ამისათვის საკანონმდებლო ბაზა მომზადებულია და ვფიქრობ, რომ 2017 წლის მესამე კვარტლის პერიოდისათვის დაგროვებითი პენსიის პროგრამა ამოქმედდება.