როგორი იქნება მომავლის ხომალდები

უახლოეს წლებში საზღვაო ტრანსპორტში სრულიად ახალი ერა დაიწყება - ზღვებსა და ოკეანეებში თავისით მოცურავე, "უპილოტო" სატვირთო გემები გამოჩნდება.

ასეთ გემებს არ ეყოლება კაპიტანი და ეკიპაჟი. ხომალდის მართვა ხმელეთიდან, სამართავი ცენტრის მიერ მოხდება.

World Economic Forum-ის ინფორმაციით, ეს ტექნოლოგია უკვე არსებობს. კომპანია ”როლს როისს” უკვე 2020 წლისთვის სურს ასეთი გემების ჩაშვება.

ტექნოლოგიის ავტორთა განცხადებით, ავტოპილოტზე მყოფი მანქანების მსგავსად, ეს გემებიც უსაფრთხოდ სამართავი იქნება. ეკიპაჟის გარეშე მყოფ გემზე კი მეტი ტვირთი დაეტევა.

თუმცა, ზოგიერთი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ გარედან კონტროლირებადი კომერციული ხომალდები ჰაკერების თავდასხმის და გატაცების საგანი გახდება, თუ ისინი შეძლებენ გემის საკონტროლო სისტემაში შესვლას. თუმცა”როლს როისში” აცხადებენ, რომ სატვირთო ტრანსპორტაციის მომავალი ავტომატური და უსაფრთხო იქნება.