დონალდ ტრამპის მიერ დაარსებული კაზინო "ტაჯ მაჰალი" გაკოტრდა

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის დონალდ ტრამპის მიერ ატლანტიკ სიტიში დაარსებული კაზინო ტაჯ მაჰალი მუშაობას წყვეტს.

CNBC-ის ცნობით, ტრამპი წლებია ატლანტიკ სიტიში აღარ საქმიანობს, თუმცა მის მიერ დაარსებული კაზინო მუშაობას ამ დრომდე აგრძელებდა. თუმცა, იმის გამო, რომ ბოლო პერიოდში კაზინო წამგებიანი გახდა, ტაჯ მაჰალის ამჟამინდელმა მფლობელმა კარლ აიკანმა მისი დახურვა გადაწყვიტა.

გავრცელებული ინფორმაციით, გაზინოს გაკოტრება მეტწილად თანამშრომლების პერმანენტულმა გაფიცვებმა გამოიწვია.

კარლ აიკანის თქმით, გასული 18 თვის განმავლობაში ტაჯ მაჰალის ზარალმა 100 მილიონი დოლარი შეადგინა.

დონალდ ტრამპმა „ტაჯ მაჰალი“ ატლანტიკ სიტიში 26 წლის წინ გახსნა.