ცნობილი ადამიანების სახლები, რომლებიც ვერ იყიდება (+ფოტო)

ცნობილი ადამიანები საკმაოდ ხშირად იცვლიან საცხოვრებელ სახლებს იმის მიხედვით, თუ რომელ ქვეყანაში უფრო მეტხანს უწევთ მუშობა და რომელს ანიჭებენ უპირატესობას დასასვენებლად.

ახალი სახლში გადაბარგების შემდეგ, ბევრი მათგანი ძველ სახლს ემშვიდობება და ყიდის. თუმცა ზოგჯერ ცნობილ ადამიანებსაც უჭირთ ბინის გაყიდვა. ზოგიერთი მათგანი კი წლებია უშედეგოდ ცდილობს თავისი სახლების გაყიდვას.

მაიკლ ჯორდანი

მაიკლ ჯორდანის ჩიკაგოში მდებარე სახლი მეოთხე წელია არ იყიდება. ჯერ კიდევ 2012 წელს ჯორდანის 56 000 კვადრატულ ფუტზე განთავსებული უძრავი ქონება 29 მილიონი ღირდა, თუმცა წელს მისი ყიდვა 14 855 000 დოლარად არის შესაძლებელი.

სკოტი პიპენი

კიდევ ერთი ცნობილი ამერიკელი კალათბურთელი სკოტი პიპენი 2007 წლიდან მოყოლებული უშედეგოდ ცდილობს სახლის გაყიდვას. 2009 წელს პიპენის სახლი 16 მილიონი დოლარი ღირდა, ამჟამად კი მისი ფასი 11.5 მილიონი დოლარია. სახლი ექვსი საძინებლისგან, შვიდი დიდი და ორი მცირე აბაზანისგან, საცურაო აუზისგან, კალათბურთის მოედნისგან შედგება.

კელვინ კლაინი

დიზაინერი კელვინ კლაინი მაიამიში მდებარე ბინას 2015 წლიდან ყიდის 16 მილიონ დოლარად. 5 802 კვადრატულ ფუტზე განთავსებული სახლს ულამაზესი ხედი აქვს.

ტომ კრუზი

კრუზი 2014 წლიდან ცდილობს 59 მილიონად გაყიდოს ტელურიდში მდებარე სახლი. სახლს შვიდი საძინებელი, ცხრა დიდი აბაზანა აბაზანა და მთებზე ულამაზესი ხედი აქვს.

ბრედ პიტი და ანჯელინა ჯოლი

2015 წლის მაისში წყვილმა ნიუ ორლეანში მდებარე სახლი 6.5 მილიონ დოლარად გაიტანა გასაყიდად. თუმცა, წელს სახლის ფასი მცირედით შემცირდა და 5.65 მილიონი დოლარი ღირს.

იხილეთ ფოტოგალერეა