პარტიებმა საარჩევნო კამპანიის დაწყებიდან  თვენახევრში 4 667 091 ლარი დახარჯეს

პარტიების მიერ საარჩევნო კამპანიის დაწყების დღიდან პირველი თვენახევრის განმავლობაში გაღებული ხარჯების ჯამური ოდენობა 4 667 091 ლარს შეადგენს.

როგორც პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურში განაცხადეს, პარტიებმა 3-კვირიანი ხარჯთაღრიცხვის შესახებ მონაცემები, რასაც მათ კანონი ავალდებულებთ, უკვე ორჯერ წარმოადგინეს.

6 კვირიანი მონაცემების მიხედვით, რომელიც 8 ივნისიდან 19 ივლისამდე პერიოდს მოიცავს, პარტია „ქართული ოცნების“ მიერ დახარჯული თანხის ოდენობა 1 344 959 ლარს შეადგენს, პაატა ბურჭულაძის „სახელმწიფო ხალხისთვის“ მიერ გაწეული ხარჯები – 1 260 465 ლარს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ - 391 070 ლარს, „თავისუფალი დემოკრატების“ – 258 849 ლარს, „პატრიოტთა ალიანსის“ – 255 426 ლარს, „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ – 221 731 ლარს, „ახალი საქართველოს“ – 184 650 ლარს, „ახალი პოლიტიკური ცენტრ გირჩის“ – 131 482 ლარს, „ეროვნული ფორუმის“ – 117 573 ლარს, „კონსერვატიული პარტიის“ – 64 646 ლარს, „რესპუბლიკური პარტიის“ – 61 725 ლარს, „ლეიბორისტული პარტიის“ – 119 210 ლარს, „ახალი მემარჯვენეების“ – 727 ლარს და „მემარცხენე ალიანსის“ – 507 ლარს.

ხარჯების ყველაზე დიიდ ნაწილი რეკლამის განთავსებაზე, შრომის ანაზღაურებასა და მივლინებებზე მოდის.