ადგილები, სადაც ცხოვრებისთვის ფულს გადაგიხდიან

არც თუ ისე ბევრმა ადამიანმა იცის, რომ არსებობს დედამიწაზე ადგილები, რომლებიც ამა თუ იმ მიზეზის გამო საჭიროებენ მუდმივ მცხოვრებლებს.

ხელისუფლება, ადამიანების მოსაზიდად, რათა იქ იცხოვრონ და იმუშავონ, სთავაზობს საკმაოდ შთამბეჭდავ თანხებს.

თუკი ამაში ეჭვი გეპარებათ, გთავაზობთ რამდენიმე ადგილის მიმოხილვას, სადაც გთავაზობენ ფანტასტიკურ პირობებს, რათა გაეცნოთ უცხო ქვეყნის კულტურას. თანაც, ამაში ფულს გადაგიხდიან.

ქალაქი დეტროიტი, მიჩიგანის შტატი, აშშ

"დასავლეთის პარიზი", "აშშ-ის საავტომობილო დედაქალაქი"... პრაქტიკულად დაცარიელებულმა ქალაქმა დაკარგა ეს დიდებული წოდებები XX საუკუნის მეორე ნახევარში და დღეს მთელი ძალებით ცდილობს უწინდებური სახელის დაბრუნებას. ადგილობრივმა ხელისუფლებამ წარადგინა ახალი პროგრამა Challenge Detroit, რომლის მიხედვითაც ინდუსტრიის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს, რომლებიც დეტროიტში იცხოვრებენ და იმუშავებენ, 2 500$ სთავაზობს თვიურად.

ალასკა, აშშ

თუ გიყვართ ზამთარი, თოვლიანი პეიზაჟები და ცხოვრების აუჩქარებელი ტემპი, არ გაშინებთ დაბალი ტემპერატურა, მაშინ ალასკაზე ცხოვრება თქვეთვის იდეალურია. სპეციალური სამთავრობო ფონდი უხდის სპეციალისტებს, რომლებიც თანახმა არიან იმუშავონ რეგიონებში, სადაც მოსახლეობის რაოდენობა კატასტროფულად მცირდება. ერთადერთი პირობა - უნდა იცხოვროთ ალასკაზე არანაკლებ 1 წლისა.

სასკაჩევანის პროვინცია, კანადა

კანადური პროვინცია ახალ კურსდამთავრებულ სპეციალისტებს, რომლებსაც ჯერ ცხოვრებისეული გზა არ აურჩევიათ, სთავაზობს არაჩვეულებრივ შანსს. ახალგაზრდა ენთუზიასტებს 20 ათას კანადურ დოლარს გადაუხდიან პროვინციაში 7 წლის განმავლობაში ცხოვრებასა და მუშაობაში.

ნიაგარას ჩანჩქერი, აშშ

კიდევ ერთი ფანტასტიკური შანსი, რომელიც ძალზედ წარმოუდგენლად ჩანს, იმისთვის რომ სიმართლე იყოს - იცხოვრო პლანეტის ერთ-ერთ ულამაზეს ადგილას და თანაც, ამაში თანხა მიიღო. ხელისუფლება უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს 7 000$-ს სთავაზობს ადგილობრივ საწარმოებში 2 წლის განმავლობაში მუშაობისთვის.

პონგა, ასტურია, ესპანეთი

არაჩვეულებრივი პატარა სოფელი ესპანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში, ნაკრძალის ტერიტორიაზე მდებარეობს და ერთ-ერთი უძველესია ქვეყანაში. ახალგაზრდა მცხოვრებლების დასაინტერესებლად და ეკონომიკის გასაძლიერებლად, ხელისუფლება ახალგაზრდა წყვილს, რომელიც სოფელში გადავა საცხოვრებლად, 3 ათას ევროს სთავაზობს. ეს გახლავთ შესანიშნავი საშუალება, იცხოვრო ულამაზეს და ეკოლოგიურად სუფთა ადგილას.

უტრეხტი, ნიდერლანდები

ნიდერლანდები მსოფლიოში ცნობილია, როგორც ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების მკვლევარი ქვეყანა. და აი, ერთ-ერთი სოციალური ექსპერიმენტიც: რა მოხდება, თუკი ერთ ქალაქში მცხოვრები თითოეული მოსახლე ათას დოლარს მიიღებს?

კერტისი, ნებრასკა, აშშ

თითოეულ ჩვენგანს დაუჩივლია ალბათ, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ქალაქისთვის არაფერ ღირებულს არ აკეთებს. ამერიკულმა პატარა ქალაქმა გადაწყვეტილება შესთავაზა - ყველას შეუძლია მიწის ნაკვეთის მიღება, თუკი რაიმე ღირებულ იდეას შესთავაზებს ქალაქის ინფრასტრუქტურისა და კულტურის გასაუმჯობესებლად.

წყარო AMBEBI.GE