აბიტურიენტებს ფაკულტეტების შეცვლა და დამატება ხვალ, 18:00 საათამდე შეუძლიათ

აბიტურიენტებს საკუთარ რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანა ხვალ, 18:00 საათამდე შეეძლებათ.როგორც  შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრში განაცხადეს, აბიტურიენტებმა საკუთარ რეიტინგულ სიაში ცვლილებები ელექტრონულად ვებგვერდზე online.naec.ge ან www.naec.gov.ge უნდა შეიტანონ. 11 აგვისტოს, 18:00 საათამდე მათ შესაძლებლობა ექნებათ აირჩიონ, დაამატონ ან შეცვალონ ფაკულტეტები.

”პროგრამების შეცვლის სისტემა იმითაც არის უნიკალური, რომ აბიტურიენტს ქულების გაგების შემდეგ რეალური არჩევნის გაკეთების საშუალებას ეძლევა. ყველა ცვლილების დადასტურება აბიტურიენტმა უნდა მიიღოს ელექტრონული ფოსტის საშუალებით. თუ მან ასეთი დადასტურება ვერ მიიღო, სავარაუდოდ, ცვლილებების შეტანა დასრულებული არა აქვს. მაგალითად, არ დააჭირა შენახვის ღილაკს”, - განმარტავენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

მათივე ინფორმაციით, 11 აგვისტოს, 18 : 00 საათზე, აბიტურიენტთა სააპელაციო განაცხადების მიღებაც შეწყდება.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრი კიდევ ერთხელ სთხოვს აბიტურიენტებს, გადახედონ საკუთარ რეიტინგულ სიას.

საბოლოო შედეგების გამოქვეყნების შემდეგ დარჩენილ ადგილებზე ჩარიცხვა არ მოხდება.