ჩარგლის ქუჩაზე 45 000მ2 ასფალტის საფარი დაიგება.

თბილისის მერი დავით ნარმანია, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსი გივი კუბლაშვილი და ნაძალადევის რაიონის გამგებელი, ზაზა გაბუნია ჩარგლის ქუჩის კაპიტალური შეკეთების სამუშაოებს გაეცნენ.

როგორც მერიაში აცხადებენ, თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური ნაძალადევის რაიონში, ჩარგლის ქუჩის (2,2კმ) კაპიტალურ რეაბილიტაციას ახორციელებს. მიმდინარეობს ახალი სანიაღვრე ქსელის მოწყობა, მიწის სამუშაოები და ნიადაგის მომზადება ასფალტის ახალი ორფენიანი საფარის დასაგებად. პროექტი ტროტუარების ახალი ბაზალტის ბორდიურებით მოწყობას ითვალისწინებს.

მერიის ინფორმაციით, უკვე დასრულდა ასფალტის საფარის დემონტაჟი. ჯამში ჩარგლის ქუჩაზე 45 000მ2 ასფალტის საფარი დაიგება.

”ძალიან მნიშვნელოვანი საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს ამ უბანში. აქ მუშაობს როგორც კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური, ასევე რაიონული გამგეობა, რათა მთლიანად უბანში არსებული საგზაო პრობლემები მოვაგვაროთ”, - განაცხადა ნარმანიამ.

თბილისის მერის განცხადებით, 20 წელზე მეტია მინიმუმ ასეთი მასშტაბური კაპიტალური სამუშაოები ამ უბანში არ განორციელებულა.

როგორც საქალაქო სამსახურის უფროსმა, გივი კუბლაშვილმა განაცხადა, დაახლოებით 2 მილიონ ნახევარია გამოყოფილი ამ გზის რეაბილიტაციისთვის.