საფრანგეთში უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობა მცირდება, დიდ ბრიტანეთში კი - იზრდება

საფრანგეთში უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობა 2016 წლის პირველ ნახევარში 10 %-ით შემცირდა.

როგორც euroline.ge წერს, შესაბამისი განცხადება ადგილობრივ გაზეთთან საუბარში საფრანგეთის ტურიზმის მინისტრმა მათიას ფეკიმ გააკეთა.

„სასტუმროს ჯავშნებს ძირითადად შეერთებული შტატებიდან, აზიიდან და ყურეთა რეგიონებიდან აუქმებენ. რაც შეეხება ევროპელ დამთვალიერებლებს, ისინი ჩვეულებრივ აგრძელებენ საფრანგეთის მონახულებას“, - წერს სააგენტო და იქვე აღნიშნავს, რომ საფრანგეთში შეინიშნება ტურიზმით გათვალისწინებული შემოსავლების კლებაც.

ამის პარალელურად, დიდ ბრიტანეთში კი, „ბიბისის“ ცნობით, ფუნტის დაცემის გათვალისწინებით, „მეტი ფრენა, სასტუმროებში მეტი ნომრების დაჯავშნა და ხანგრძლივი დროით დარჩენა ფიქსირდება“.

ინფორმაციის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე: http://www.euroline.ge/?p=10301