ჩერნობილში მსოფლიოს უმსხვილესი მზის ელექტროსადგურის აშენება იგეგმება

უკრაინა ჩერნობილის მიმდებარედ არსებულ დაბინძურებულ ცარიელ ტერიტორიებს მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მზის ფერმის აშენებას გეგმავს.

უკრაინის მთავრობის გეგმით, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მიმდებარედ, 1 000-კილომეტრიან ზონაში, 1 გიგავატი სიმძლივრის მზის ბატარეების კომპლექსი აშენდება. თუმცა, ექსპერტთა განცხადებით, ამ ტერიტორიაზე ადამიანების მუშაობა საშიში იქნება მათი ჯანმრთელობისთვის.

The Guardian-ის ცნობით, აღნიშნულ ფერმაზე ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე წარმოებული ელექტროენერგიის მოცულობის 1/3-ის წარმოებაა დაგეგმილი. უკრაინაში შესაბამისი საინვესტიციო პროექტი, რომლის ღირებულება 1,1 მილიარდი დოლარია, უკვე შეიმუშავეს. პროექტით კანადელი და ამერიკელი ინვესტორები დაინტერესდნენ.

1986 წლის გაზაფხულზე ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი ავარიის შედეგად 110 ადამიანი გარდაიცვალა. 1000-ზე მეტი დაინვალიდდა. ავარიის შემდგომ პერიოდში დაბადებულ 400-ზე მეტ ბავშვს მუდმივი სამედიცინო მეთვალყურეობა ესაჭიროება.