კვლევის მიხედვით, ახალგაზრდა ევროპელებისთვის პრობლემა არა ტერორიზმი, არამედ უმუშევრობაა

POLITICO-ს მიერ ახალგაზრდების მიზნობრივი ჯგუფის გამოკითხვის თანახმად, გამოკითხვაში მონაწილე პირების 81%-სთვის დიდ პრობლემას არა ტერორიზმი, ბრექსიტი, საემიგრაციო პოლიტიკა ან თუნდაც კლიმატის ცვლილება წარმოადგენს, არამედ პრობლემა ახალგაზრდების უმუშევრობა და ეკონომიკური ზრდის დაბალი მაჩვენებელია.

როგორც euroline.ge წერს, გამოკითხულ იქნა 68 ახალგაზრდა ლიდერი, რომელთა რიგებში ახალგზარდა ევროპარლამეტარები, პოლიტიკური მრჩევლები და ახალგაზრდულ ორგანიზაციათა ხელმძღვანელები იყვნენ.

„მათი ანონიმური პასუხები ხაზს უსვამს ევროკავშირის არაეფექტიან პოლიტიკას ახალგაზრდებთან მიმართებით. საკითხი იმ ერთეულ იღბლიანებს არ ეხებოდათ, რომლებსაც „ერასმუსის“პროგრამით სარგებლობის საშუალება მიეცათ“, - წერს უცხოურ მედიაზე დაყრდნობით euroline.ge

ინფორმაციის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე: http://www.euroline.ge/?p=10388