„სტარტაპ საქართველოს“  ფინალისტი პროექტი, რომელსაც საქართველოში ანალოგი არ აქვს

პროგრამა „სტარტაპ საქართველოს“ მაღალტექნოლოგიური სტარტაპების მიმართულებით, 51 ფინალისტს შორის 26 წლის გიგი გაჩეჩილაძეც მოხვდა, რომელიც კონკურსში თვის გუნდთან ერთად მონაწილეობს.

გუნდი 6 წევრისგან შედგება და შემუშავებული აქვთ პროექტი, რომელსაც საქართველოში ანალოგი არ აქვს. როგორც გიგი გაჩეჩილაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, მათი იდეის მიზანია, რომ მომწოდებლები და შემსყიდველები ერთმანეთთან დააკავშიროს.

„ჩვენს პროექტს contraction.ge და whole.sale.ge ჰქვია. ორივე საიტი კეთდება ერთდროულად. იდეის მიზანია ისაა, რომ პირველ ეტაპზე საქართველოს ბაზარზე საბითუმო ვაჭრობის პლატფორმა (wholesale.ge) შეიქმნას, რომელიც მომწოდებელებსა და შემსყიდველებს ერთმანეთს დააკავშირებს. ხოლო მეორე პლატფორმაზე (contraction.ge) წარმოდგენილი იქნება საშუალო საბაზრო ფასები. პირველ რიგში, გვინდა რომ ამ პალტფორმაზე წარმოდგენილი იყოს სამშენებლო მასალების ფასები, შემდეგ დროთა განმავლობაში სხვადასხვა მიმართულებებსაც დავამატებთ", - აღნიშნა გაჩეჩილაძემ.

მისი თქმით, დღეს ბაზარზე მსგავსი ხასიათის მქონე მხოლოდ ბეჭდური წიგნი არსებობს, რომელიც გამოდის იშვიათად და ასევე მოძველებულია. გარდ ამისა, როგორც გაჩეჩილაძემ აღნიშნა, წიგნი სრულიად ბაზარს ვერ მოიცავს და მხოლოდ რამდენიმე კომპანიის მონაცემებზე დაყრდნობითაა შედგენილი.

„ჩვენ გვინდა, რომ ეს წიგნი კატალოგი ონლაინ კატალოგით შევცვალოთ, რომელიც იქნება მომხმარებელზე ორიენტირებული და ძალიან მოსახერხებელი. ეს სისტემა ძალიან მნიშნელოვანია, როგორც მშენებლებისთვის, ასევე სახელმწიფოსთვის და გეტყვით რატომ. როდესაც სახელმწიფო სტრუქტურები ტენდერს აცხადებენ, მანამდე კეთდება ბაზრის მოკვლევა და დგინდება ხარჯთაღრიცხვა, შესაბამისად იქცევიან ტენდერში მოწილეობის მსურველიც, და სწორედ ამის შემდეგ იღებს მონაწილებას კონკურსში. ეს ყველაფერი კიდე ამ ორ საიტზე იქნება მოქცეული“, - განაცხადა გიგი გაჩეჩილაძემ.

როგორც იდეის ავტორმა აღნიშნა, სამშენებლო მასალების ფასების გარდა, შემდეგ დაემატება ასევე საყოფაცხოვრებო, სამეურნეო, საკანცელარიო ფასები.

„ერთი წლიანი ბიუჯეტისთვის სტარტაპის პროექტის ფარგლებში, 100 ათასს ლარს ვითხოვთ. ჩვენ 6-კაციანი გუნდით ვართ წარმოდგენილი, თუმცა დამატებითი ინვესტორები და მხარდაჭერები გვყავს, რომლებიც ამ მიმართულებით გვეხმარებიან.ესენი არიან მშენებელთა ასოციაცია და კიდევ ერთი კერძო კომპანია, რომლის სახელსაც ჯერჯერობით არ დავასახელებ “ - განაცხადა პროექტის ერთ-ერთმა ავტორმა.

მაღალტექნოლოგიური სტარტაპების მიმართულებით 151 განაცხადი შევიდა, საიდანაც 51 ფინალისტი გახდა. აღნიშნული პროექტი კი 17 ადგილზეა.

ფინალისტების შერჩევის მთავარი კრიტერიუმი ისეთი პროექტების შერჩევაა, რომელიც კონკურენტუნარიანი იქნება გლობალური მასშტაბით და ექნება ზრდის შესაძლებლობა.

ლიკა ამირაშვილი