ზღვისპირა კურორტებზე ერთი ჭიქა მაყვალი 10 ლარად იყიდება

გონიოსა და ბათუმის პლაჟებზე ერთ ჭიქა მაყვალს მოვაჭრეები 10 ლარად ყიდიან.

როგორც საზღვაო კურორტებზე ჩასული დამსვენებლები ამბობენ, ერთი, 520 მლ ჭიქა მაყვლის შეძენის მსურველმა 10 ლარი უნდა გადაიხადოს. მაღალი ფასის მიუხედავად, ადგილობრივი მოვაჭრეების თქმით, აჭარაში მყოფ უცხოელ ტურისტებს შორის მაყვალზე დიდი მოთხოვნაა. მათივე განცხადებით, სანაპიროებზე დღეში 50-70 ჭიქა მაყვალს ჰყიდიან.

მოვაჭრეების თქმით კი, თბილისში 1 კგ. მაყვლის ფასი 2 ლარიდან 5 ლარამდე მერყეობს:

”წვრილი მაყვალი ბაზარზე 1 კგ. 2 ლარი ღირს. მსხვილი, უეკლო მაყვლის ყიდვა კი საშუალოდ 5 ლარად არის შესაძლებელი“, - აცხადებენ მოვაჭრეები.

თამარ კორკოტაშვილი