ე.წ. აღწერის თანახმად, ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში 3 966 ქართველი ცხოვრობს

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ჩატარებული, მოსახლეობის ე.წ. საყოველთაო აღწერის თანახმად, ოკუპირებულ ტერიტორიაზე 53 532 ადამიანი ცხოვრობს, აქედან 26 707 მამაკაცი და 27 825 ქალი. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

მოსახლეობის უმრავლესობა - 30 432 ადამიანი ქალაქ ცხინვალში ცხოვრობს.

ე.წ. სტატისტიკის სამმართველოს ცნობით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე 48 146 ოსი, 3 966 ქართველი და 610 რუსი ცხოვრობს.