აშშ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღების საკითხს განიხილავს

აშშ-ის ხელისუფლება “დემოკრატიული პარტიის” ხელმძღვანელების ელექტრონული ფოსტების გატეხვის გამო, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღების საკითხს განიხილავს.

ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით The Wall Street Journal-ი წერს.

გამოცემის თანახმად, სანქციების დასაწესებლად თეთრმა სახლმა კრემლი ან მის მიერ მხარდაჭერილი ჰაკერები კიბერთავდასხმებში ოფიციალურად უნდა დაადაშანაულოს.

The Wall Street Journal-თან საუბარში წყარო აცხადებს, რომ ამერიკული სპეცსამსახურები „თითქმის დარწმუნებული არიან, რომ კიბერთავდასხმაში რუსეთი კვალი არსებობს“.

გასულ თვეს „ვიკილიქსის“ ვებპორტალმა აშშ-ის “დემოკრატიული პარტიის” წევრთა ათასობით წერილი გამოაქვეყნა. პარტიაში მიიჩნევენ, რომ კიბერთავდასხმის უკან რუსეთი დგას, რასაც კრემლში კატეგორიულად უარყოფენ.