ბილ გეითსმა ავსტრალიურ სტარტაპში 2,5 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა

"მაიკროსოფტის" დაფუძნებლის ბილ გეითსის საინვესტიციო ფონდმა მულტიმილიონ დოლარიანი ინვესტიცია განახორციელა ავსტრალიურ ბიოტექნოლოგიურ სტარტაპში.

ბიბისის ცნობით, "ატომო დიაგნოსტიკმა” გამოიგონა სწრაფი, იაფი და ზუსტი ტესტი აივ ინფექციის, მალარიისა და ებოლას დასადგენად.

გლობალურმა ჯანბილ გეითსის ჯანმრთელობის საინვესტიციო ფონდმა სამედიცინო კომპანიის 8.4 პროცენტიანი წილი  დაახლოებით 2.5 მილიონ დოლარად შეიძინა. ფონდი ჯანდაცვის სფეროში გლობალურ კვლევებს აფინანსებს.

სამედიცინო კომპანიის წარმომადგენელის თქმით, ეს ერთ-ერთი ის შემთხვევაა, როდესაც გეითსის ფონდმა პირდაპირ დააფინანსა კვლევა.

”უახლოესი 12 თვის მანძილზე ჩვენი მთავარი მიზანი იქნება გამოვუშვათ სახლის პირობებში ჩასატარებელი ტესტი, რომელიც აივ ინფექციას გამოავლენს სამხრეთ აფრიკაში”, - აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი.