შეძლებული ოჯახების მოსწავლეებს სასკოლო სახელმძღვანელოები და კომპიუტერები შესაძლოა უფასოდ აღარ გადაეცეთ

სასკოლო სახელმძღვანელოები და კომპიუტერები შეძლებული ოჯახებიდან მოსწავლეებს შესაძლოა აღარ გადაეცეთ.

შესაბამის ინიციატივაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ საზოგადოებისადმი გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

მინისტრის ინფორმაციით, აღნიშნული წესი წელს არ ამოქმედდება, თუმცა ალექსანდრე ჯეჯელავა იმედოვნებს, რომ მომავალი წლიდან მსგავსი საშუალება გაჩნდება.

”მე გამოვთქვი ინიციატივა, რომ მომავალ წლებში სასკოლო სახელმძღვანელოებით და პირველ კლასელების კომპიუტერებით შესაძლოა აღარ დავეხმაროთ შეძლებულ ოჯახებს, ვისაც შედარებით მაღალი შემოსავალი აქვს, 40 000 ლარი ვთქვით ქონების დეკლარაციაზე დაყრდნობით. მე მომხრე ვარ, რომ ჩემს შვილებს საჩუქრად წიგნები არ უნდა ეკუთვნოდეთ და საშუალება გვაქვს ჩემი, ჩემი ოჯახის სამსახურიდან გამომდინარე ეს სახელმძღვანელოები შევიძინოთ. ამ მიმრთულებით მუშაობას ვაპირებ, ეს წესი წელს არ ამოქმედდება, მაგრამ იმედი მაქვს, მომავალი წლიდან ასეთი საშუალება გვექნება”, - აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ.