შტაინმაიერი ქალაქ ალეპოში ე.წ. საჰაერო ხიდის შექმნის ინიციატივით გამოდის

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი სირიის ქალაქ ალეპოში ე.წ. საჰაერო ხიდის შექმნის ინიციატივით გამოდის.

მინისტრის თქმით, ამ გზით შესაძლებელი იქნება ალყაში მოქცეული ალეპოს მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების ჩატანა.

მისი თქმით, თუ ალეპოს მშვიდობიანი მოსახლეობისთვის საკვები პროდუქტებისა და მედიკამენტების მიწოდება სახმელეთო გზით კვლავ იქნება შეუძლებელი, მაშინ ჰუმანიტარული დახმარების ჩატანა საჰაერო გზით უნდა მოხდეს.

მანამდე გაერო-მ კონფლიქტში ჩართულ მხარეებს მოუწოდა, ალეპოში საბრძოლო მოქმედებები 48 საათით შეწყვიტონ.

ალეპო ამჟამად ორადაა გაყოფილი - ნაწილს სირიის სამთავრობო ძალები, მეორე ნაწილს კი „ბოევიკები“ აკონტროლებენ.