ევროპაში ინტერნეტ რეკლამამ სატელევიზიოს პირველად გადაუსწრო

კომპანია IAB-ის ანგარიშის თანახმად, ევროპაში ინტერნეტ რეკლამზე დახარჯულმა თანხებმა პირველად გადაუსწრო სატელევიზიო რეკლამაზე დანახარჯებს.

ანგარიშის მიხედვით, 2015 წელს ევროპის ქვეყნებში ონლაინ რეკლამაზე 36,4 მილიარდი ევრო დაიხარჯა, რაც 13%-ით მეტია 2014 წლის მაჩვენებელზე. ამ მონაცემით, ინტერნეტ რეკლამამ ევროპაში რეკორდი დაამყარა და პირველად გადაუსწრო სატელევიზიო რეკლამას, რომლის ბიუჯეტმაც 33,3 მილიარდი ევრო შეადგინა.

IAB-ის ცნობით, 60,5%-ით გაიზარდა დანახარჯები მობილურ რეკლამაზე, რომელმაც 3,5 მილიარდი ევრო შეადგინა. ასევე რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა ონლაინ ვიდეორეკლამის მხრივ. 2,3 მილიარდი ევროს ბიუჯეტით, 2014 წელთან შედარებით, ონლაინ ვიდეორეკლამაზე დანახარჯებით 2015 წელს 35,8%-ით გაიზარდა.

ქვეყნების მიხედვით, ინტერნეტ რეკლამაზე ყველაზე მეტი დიდ ბრიტანეთში დაიხარჯა, სადაც ბიუჯეტმა 11,8 მილიარდი დოლარი შეადგინა.