2016 წლის პირველი კვარტლის ყველაზე ცუდი რეკლამა

გამოცემა Digiday-მ რეკლამის წამყვანი კოპირაიტერის მარკ დაფის მიერ შედგენილი რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც 2016 წლის პირველი კვარტლის ყველაზე ცუდ რეკლამებს წარმოადგენს.

რეიტინგის ავტორის თქმით, ჩამონათვალში ის რეკლამები მოხვდნენ, რომლებიც გაურკვეველ გზავნილებს, პროვოკაციულ სცენებსა და სტანდარტულ კლიშეებს შეიცავს.

გამოცემის ცნობით, 2016 წლის პირველი კვარტლის ყველაზე ცუდი რეკლამა ამერიკულ კორპორაცია General Electric-ს ეკუთვნის. ვიდეორგოლში ნაჩვენებია, რომ რვაფეხების გამო წვიმა იწყება, რასაც ელექტროენერგიის გათიშვა მოჰყვება, ხალხი კი საავადმყოფოებში ხდება. General Electric-ს სპეციალისტები კი აქტუალურ მოწყობილობებს ქმნიან, მაგალითად რვაფეხებისგან დამცავ ქოლგებს. რეკლამის სლოგანია - „მსოფლიო, ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ!“

ჩამონათვალში ასევე მოხდა ლუდისმწარმოებელი კომპანია Corona-ს ლუდის რეკლამა. რეიტინგის ავტორის აზრით, რეკლამის შინაარსი უფრო ახალგაზრდებზეა გათვლილი, რომელთათვისაც ალკოჰოლის მოხმარება აკრძალულია.

კიდევ ერთი რეკლამა, რომელიც ცუდ რეკლამებს შორის დასახელდა „ფეისბუქის“ გარერეკლამაა. რეიტინგის ავტორის თქმით, „ფეისბუქის“ ეს რეკლამები არაკრეატიულია.