გასულ წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 11%-ით შემცირდა

საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2015 წელს 1,564 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 11 %- ით ნაკლებია 2014 წლის შესაბამის მაჩვენებელზე.

საქსტატის ცნობით, წინასწარი მონაცემებთან შედარებით, დაზუსტებული მაჩვენებელი გაზრდილია 213 მილიონით არის გაზრდილი.

უწყების ინფორმაციით, 2015 წლის I კვარტალში უცხოელმა ინვესტორებმა 291 მლნ დოლარის ინვესტირება განახორციელს საქართველოში, II კვარტალში - 462,7 მლნ დოლარის, III კვარტალში - 483,2 მლნ დოლარის , IV კვარტალში - 327 მლნ დოლარის.

ამავე პერიოდში რეინვესტიციის ოდენობამ მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 9 % შეადგინა, 2014 წელს ეს მაჩვენებლი 19% იყო.

სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილმა მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში, 2015 წლის დაზუსტებული მონაცემების მიხედვით, 70% შეადგინა. პირველ ადგილზე აზერბაიჯანი იმყოფება 35 %, მეორეზე - გაერთიანებული სამეფო 25%, ხოლო მესამეზე - ნიდერლანდები 10 %.

სამი უმსხვილესი სექტორის წილმა კი, 2015 წელს 58 პროცენტი შეადგინა.

ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობის სფეროში განხორციელდა და 585 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 37%-ია. მეორე ადგილზეა საფინანსო სექტორი 179 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე - ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება 140 მლნ. აშშ დოლარით.