”საქსტატი” - 2016 წლის II კვარტალში სასაკლაოებში 79,0 ათასი სული პირუტყვი დაკლეს

2016 წლის II კვარტალში საქართველოში 85 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა, მათგან 17,6% მდებარეობს ქვემო ქართლში, 16,5% - შიდა ქართლში, 16,5% - იმერეთში,16,5% - კახეთში, 10,6% - სამეგრელო-ზემო სვანეთში, ხოლო დანარჩენი 22,4% - სხვა რეგიონებშია განთავსებული.

”საქსტატის” ინფორმაციით, გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2016 წლის II კვარტლის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლულია 79,0 ათასი სული პირუტყვი, მათ შორის 58,2% მსხვილფეხა, ხოლო 41,8% - წვრილფეხა(ცხვარი, თხა, ღორი და სხვა). გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლული ფრინველის რაოდენობამ 2441,0 ათასი ერთეული შეადგინა.

სასაკლაოების მიერ 2016 წლის II კვარტლის განმავლობაში 9539,3 ტონა ხორცი იქნა წარმოებული(იგულისხმება დაკლული წონა, ფრინველის ხორცის ჩათვლით), საიდანაც 43,2% მოდის მსხვილფეხარქოსანი პირუტყვის ხორცზე, 37,4% - ფრინველის, 18,7% - ღორის, 0,7% - ცხვრისა და თხის ხორცზე, ხოლო სხვა ცხოველებზე უმნიშვნელო წილი მოდიოდა.

მომსახურება გაეწია 21,9 ათას პირს, საიდანაც 19,2% შინამეურნეობებს (ოჯახურ მეურნეობებს) წარმოადგენდნენ. სასაკლაოებში დასაქმებულთა საშუალო თვიურმა რაოდენობამ 813 კაცი შეადგინა. ერთეული პირუტყვის დაკვლაზე მომსახურების საშუალო ფასი შეადგენს: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლა - 23,9 ლარი, ცხვრის ან თხის დაკვლა - 9,8 ლარი, ხოლო ღორის დაკვლა - 22,8 ლარი.

2016 წლის II კვარტალში საქართველოში 27 ერთეული სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებდა,რომელთა უმრავლესობაც თბილისსა (40,7%) და იმერეთში (22,2%) იყო განთავსებული. მოქმედი სამაცივრე მეურნეობების 18,5% მდებარეობს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ხოლო დანარჩენი სხვა

რეგიონებში ფუნქციონირებს: 2016 წლის II კვარტლის განმავლობაში მომსახურება გაეწია 6768 მომხმარებელს, მწარმოებელთა დაგადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია, 341 ერთეული შეადგინა,ხოლო სამაცივრეებში დასაქმებულთა საშუალო თვიურმა რაოდენობამ 988 კაცი შეადგინა.

2016 წლის II კვარტლის განმავლობაში მაცივრებში შენახული (განთავსებული) იყო 60,3 ათასი ტონაპროდუქცია, მათ შორის 41,3% ქათმის ხორცი ( გაყინულის ჩათვლით), 31,5% პირუტყვის ხორცი დახორცპროდუქტები ( ნახევარფაბრიკატების ჩათვლით), 11,9% - თევზეული, 7,7% - ხილი და ბოსტნეული, ხოლო დანარჩენ პროდუქციას უმნიშვნელო წილი ჰქონდა: სამაცივრე მეურნეობების მიერ შემდგომი რეალიზაციის მიზნით 2016 წლის II კვარტლის განმავლობაში შესყიდულია 2,9 ათასი ტონა პროდუქცია. რაც შეეხება მომსახურების საფასურს - 3,8 მლნ ლარი შეადგინა.

2016 წლის II კვარტლის განმავლობაში სამაცივრე მეურნეობების მიერ გაყიდულია 11,1 მლნ ლარის ღირებულების (3,1 ათასი ტონა) პროდუქცია, საიდანაც ღირებულებით გამოსახულებაში დიდი ნაწილი(56,1%) იყო იმპორტირებული. ამასთან, სამაცივრეების მიერ გაყიდული ადგილობრივი ( საკუთარი)პროდუქციის 70,6% მოდიოდა ქათმის ხორცზე. იმპორტირებული პროდუქციის მნიშვნელოვან მოცულობას ხორცი და ხორცპროდუქტები წარმოადგენდა (65,5%). სამაცივრე მეურნეობების მიერ გაყიდული პროდუქციიდან უცხოურ ბაზარზე ძირითადად ხილი და ბოსტნეული იქნა რეალიზებული (93,6%).

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, კამერების საშუალო დღიური დატვირთვა (პროცენტულად კამერების ჯამური ტევადობიდან) აპრილში შეადგენდა 65,7%-ს, მაისში - 68,3%-ს, ხოლო ივნისში - 59,7%-ს.

2016 წლის II კვარტალში საქართველოში 39 ელევატორი ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც (64,1%) ქვემო ქართლის რეგიონში იყო განთავსებული. ელევატორების 12,8% ფუნქციონირებს ქ.თბილისში, 7,7% - სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, 7,7% - შიდა ქართლის რეგიონში, ხოლო დანარჩენები სხვა რეგიონებშია წარმოდგენილი.

2016 წლის II კვარტლის განმავლობაში მომსახურება გაეწია 51 მომხმარებელს, მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია - 45 ერთეული შეადგინა,ხოლო ელევატორებში დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა 937 კაცით განისაზღვრა.

2016 წლის II კვარტლის განმავლობაში ელევატორებში შენახული (განთავსებული) იყო 130,2 ათასი ტონა პროდუქცია, რომლის 83,0%-ს წარმოადგენდა ხორბალი, 8,4%-ს სიმინდი, 5,3%-ს ხორბლის ფქვილი, 2,5%-ს - ალაო, ხოლო დანარჩენ პროდუქციას უმნიშვნელო წილი ჰქონდა:2016 წლის II კვარტლის განმავლობაში ელევატორების მიერ გაყიდულია 44,7 მლნ. ლარის ღირებულების 82,9 ათასი ტონა პროდუქცია, საიდანაც 68,5% იყო ადგილობრივი (საკუთარი) წარმოების.

ადგილობრივი წარმოშობის პროდუქციაში, როგორც მოცულობის, ისე ღირებულების მიხედვით, ჭარბობდა ხორბლის ფქვილი (რომელზეც მოდიოდა ელევატორების მიერ გაყიდული ადგილობრივი პროდუქციის დაახლოებით 63,3%). გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ელევატორების საცავების საშუალო დღიურმა დატვირთვამ(პროცენტულად საცავების ჯამური ტევადობიდან) აპრილში შეადგენდა 42,0%-ს, მაისში - 42,9%-ს, ხოლო ივნისში - 32,7%-ს.