მკვეთრი გაიაფების შემდეგ თხილი გაძვირდა

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მკვეთრი გაიაფების შემდეგ თხილი გაძვირდა.

დასავლეთ საქართველოში 1 კილოგრამი თხილის ფასი 5 ლარამდე გაიზარდა, ერთი თვის წინ კი პროდუქციის ფასი 3 ლარამდე იყო შემცირებული. თხილის გაძვირების მთავარ მიზეზად თურქეთში შემცირებული მოსავალი და ბაზრებზე პროდუქტის დეფიციტი სახელდება. თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციაში ვარაუდობენ, რომ სეზონის განმავლობაში ფასი კიდევ მოიმატებს. თუმცა ასოციაციაში აცხადებენ, თხილის ახალი მოსავალი შედარებით დაბალი ხარისხისაა, რაც შესაძლოა, ფასზეც აისახოს.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე