ევროკავშირი Skype-ზე, Viber-ზე და WhatsApp-ზე კონტროლს გაამკაცრებს

ევროკავშირში ამოქმედებული ახალი რეგულაციების მიხედვით, რომელიც სატელეკომუნიკაციო სექტორს მოიცავს, სექტემბრიდან ბრიუსელი WhatsApp-სა და Skype-ზე კონტროლს გაამკაცრებს.

ევროკომისიის დოკუმენტის თანახმად, სერვისები, რომლებიც იყენებენ ვიდეოსიგნალს და მონაცემთა გაცვლას ინტერნეტის საშუალებით კავშირგადბმულობის ოპერატორთან პირდაპირი კონტაქტის გარეშე, ვალდებული გახდებიან დაემორჩილონ „უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის დაცვის“ ახალ წესებს, რომელიც ევროკავშირმა დაამტკიცა.

შესაბამისად, Facebook-ის მფლობელობაში არსებული WhatsApp, Microsoft-ის კუთვნილი Skype და Viber ვალდებულები გახდებიან დაემორჩილონ გამკაცრებულ რეგულაციებს, მხოლოდ მობილურ ოპერატორებთან განხორციელებული კავშირის დროს და არა თვითონ ამ აპლიკაციებით სარგებლობის დროს.

ევროპელი ჩინოვნიკების მტკიცებით, სერვისები რომლებიც მომხმარებელს აძლევენ საშუალებას მიიღონ ზარები და შეტყობინებები ინტერნეტის საშუალებით, ისევე უნდა მოექცნენ რეგულაციების ქვეშ, როგორც მობილური ოპერატორები.

მსხვილი სატელეკომუნიკაციო კომპანიები, როგორებიცაა ესპანური ოპერატორი Telefónica და ფრანგული ოპერატორი Orange, უკვე დიდი ხანია ჩივიან, რომ Google-ს, Microsoft-სა და Facebook-ს აქვთ უპირატესობები ტრადიციულ ფიჭვური ქსელის ოპერატორებთან შედარებით მარტივი რეგულაციების გამო.

კოკა კვირკველია