25 წლის ჰიუ გროსვენორი მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ახალგაზრდა გახდა

ბრიტანელი ჰიუ გროსვენორი მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ახალგაზრდაა.

25 წლის მენეჯერმა ეს ტიტული მას შემდეგ მიიღო, რაც რამდენიმე კვირის წინ გარდაცვლილი მამისგან რამდენიმემილიონიანი მემკვიდრეობა ერგო. მამამისი, 64 წლის ჯერალ გროსვენერი, რომელიც დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი იყო, გასულ კვირას გულის შეტევით გარდაიცვალა.

„ბიბისის“ ცნობით, ვესტმინისტერის ახალგაზრდა ჰერცოგის ქონება 9 მილიარდ ფუნტს შეადგენს, რაც დღევანდელი კურსით თითქმის 12 მილიარდი დოლარია.

მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი ეკოლოგიური ტექნოლოგიების კომპანია Bio-bean-ში მენეჯერად მუშაობს.

ჰიუ გროსვენორი დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ახლობელია და ქეით მიდლტონისა და პრინც უილიამის პირველი შვილის, ჯორჯის ნათლია გახლავთ, დედამისი ნატალია ფილიპსი კი პრინც უილიამის ნათლიაა.  დედის ხაზით ბრიტანელი მილიარდერი ალექსანდრე პუშკინის შთამომავალია.

2013 წელს ჟურნალმა Vanity Fair-მა ჰიუ გროსვენორს „აბსურდულად მდიდარი ბავშვის სახიანი“ მილიარდერი უწოდა.

„ფორბსის“ ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში 30-წლამდე ასაკის 9 მილიარდერია. ყველაზე ახალგაზრდა მათ შორის ნორვეგიელი ალექსანდრა ანდერსენია. 20 წლის გოგონას ქონება 1,8 მილიარდი დოლარია. ჰიუ გროსვენორი ერთადერთი ბრიტანელი მილიარდერია, რომელიც 30 წელს ქვემოთ არის. მემკვიდრეობის მიღების შემდეგ გროსვენორი მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ადამიანებს შორის 68-ეა, დიდი ბრიტანეთში კი - მესამე.