რა ვითარებაა ავტოპარკსა და საავტომობილო ბაზარზე?

საქართველოში რეგისტრირებული მილიონზე მეტი ავტომობილიდან 91 პროცენტი 10 წელზე მეტი ასაკისაა

- ასეთია ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით ქვეყნის ავტოპარკის მდგომარეობა. შინაგან საქმეთა სამინისტროს კვლევის თანახმად, 2015 წელს საქართველოს ავტოპარკი დაახლოებით 8%-ით გაიზარდა და 1 100 000-ს მიაღწია, საიდანაც ახალი, 3 წლამდე ასაკის ავტომობილები მხოლოდ 1,4%-ია. ამასთან, 2015 წელს ავტომობილების იმპორტის მოცულობა 8%-ით შემცირდა, მათ შორის ისეთი ძირითადი იმპორტიორი ქვეყნებიდან, როგორიც აშშ და გერმანიაა.

მნიშვნელოვანი 59%-იანი კლება ფიქსირდება ავტომობილების ექსპორტ-რეექსპორტის მიმართულებით, რისი მიზეზიც ძირითად ბაზრებზე, სომხეთსა და აზერბაიჯანში დაწესებული რეგულაციებია. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ავტოპარკის განახლება აუცილებელია, რისი განხორციელების ერთ-ერთ გზად მცირე ასაკის ავტომობილების იმპორტის წახალისება სახელდება. ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებში ძირითადი იმპორტიორი ქვეყნებიდან იმპორტის შემცირების ფონზე, საქართველოში რუსეთიდან ავტომობილების გაზრდილ შემოდინებაზე საუბრობენ.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე