Nike-მა ახალ რეკლამაში 86 წლის ტრიატლონისტი გადაიღო

კომპანია Nike-მა კამპანიის „შეუზღუდავი“ ფარგლებში, ახალ რეკლამაში 86 წლის მონაზონი და ტრიატლონისტი მადონა ბადერი გადაიღო.

ამერიკაში ბადერს ხშირად მოიხსენიებენ „რკინის მონაზვნად“, რომელსაც 45-ჯერ აქვს მიღებული მონაწილეობა ტრიატლონის ტურნირში. ტურნირი 4 კმ-ზე გაცურვას, ველოსიპედით 180 კმ-ის გავლასა და 42 კმ-ზე რბენას ითვალისწინებს.

Nike-ის რეკლამაში, სახელწოდებით - „შეუზღუდავი ახალგაზრდობა“, ნაჩვენებია, როგორ ვარჯიშობს 86 წლის მონაზონი ტრიატლონის ტურნირზე 46-ჯერ მონაწილეობისთვის.

მადონა ბადერი სპორტით 47 წლის ასაკში დაკავდა. 2009 წელს, 79 წლის ბადერმა რბენაში ფინიშის ხაზთან დროულად მისვლა შეძლო.