გერმანიაში არალეგალი მიგრანტების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა

გერმანიაში არალეგალი მიგრანტების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა.

ამის შესახებ გამოცემა „დოიჩე ველე“ ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით იტყობინება.

კერძოდ, მიმდინარე წლის პირველი 6 თვის განმავლობაში გერმანიის ფედერალურმა პოლიციამ 12 710 მსგავსი ფაქტი დააფიქსირა, მაშინ როცა 2015 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 128 655-ს შეადგენდა.

არალეგალი მიგრანტები მეტწილად სირიის, ერაყისა და ავღანეთის მოქალაქეები არიან.

ექსპერტები გერმანიაში მათი რაოდენობის შემცირებას იმ შეთანხმებას უკავშირებენ, რომელიც ევროკავშირსა და თურქეთს შორის რამდენიმე თვის წინ გაფორმდა.