“როსსელხოზნადზორმა” ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე „აფრიკული ჭირი“ გამოავლინა

„როსსელხოზნადზორმა“ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში „აფრიკული ჭირის“ შემთხვევები გამოავლინა.

როგორც სააგენტო „სპუტნიკ ოსეტია“ იტყობინება, ივლისიდან ძაუსის და ცხინვალის რაიონებში პირუტყვის დაცემის შემთხვევები ფიქსირდება, რის გამოც „როსსელხოზნადზორმა“ ლაბორატორიული კვლევები ჩაატარა.

უწყების ცნობით, ინფექციის შედეგად ამ დროისთვის 500-მდე პირუტყვი დაეცა.

„როსსელხოზნადზორის“ რეკომენდაციით, „აფრიკული ჭირის“ გავრცელების პრევენციის მიზნით საჭიროა სასწრაფო პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარება.