ბათუმში სასტუმრო ”რუმსი” გაიხსნება

კომპანია "აჭარა ჯგუფი" ბათუმში სასტუმრო "რუმსის" გახსნას გეგმავს.

როგორც კომპანიის წარმომადგენელმა ტატა ჭუმბურიძემ "ბიზნესპრესნიუსს" განუცხადა, ბათუმის "რუმსი" 2017 წელს გაიხსნება, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია ზუსტი თარიღი და ინვესტიციის ზუსტი მოცულობა.

”ყაზბეგისა და თბილისის ”რუმსის” მსგავსად, ბათუმში გახსნილი ”რუმსიც” ”დიზაინ ჰოტელის წევრი იქნება. დაახლოებით იგივე სტილი იქნება. თუმცა საზღვაო ქალაქის გათვალისწინება ნამდვილად მოხდება დიზაინერების მხრიდან. რამდენი სტუმრის მიღებას შეძლებს სასტუმრო, ამ ეტაპზე უცნობია”, - აღნიშნავს ტატა ჭუმბურიძე.