თურქი მინისტრი - სამხედრო გადატრიალების შემთხვევაში, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის თურქული მონაკვეთის მშენებლობის პროცესი შეჩერდებოდა

სამხედრო გადატრიალების წარმატების შემთხვევაში, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის თურქული მონაკვეთის მშენებლობის პროცესი შეჩერდებოდა.

როგორც სააგენტო „ტრენდი“ იტყობინება, ამის შესახებ თურქეთის ტრანსპორტის მინისტრმა აჰმეტ არსლანმა განაცხადა.

მისი თქმით, საფრთხის ქვეშ აღმოჩნდებოდა სხვა მნიშვნელოვანი პროექტებიც, რადგან სამხედრო გადატრიალების ორგანიზატორების ერთ-ერთი მიზანი თურქეთში სატრანსპორტო პროექტების პარალიზება იყო.

როგორც „ტრენდი“ აღნიშნავს, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ექსპლუატაციაში შეყვანა მიმდინარე წლის ბოლომდეა დაგეგმილი.