10%-იანი ფასდაკლება „ჭავჭავაძის 49“-ში ბინებზე სრული რემონტით

დეველოპერული კომპანია „აქსისი“ გთავაზობთ 10%-იან ფასდაკლებას პროექტ „ჭავჭავაძის 49“-ში ბინებზე სრული რემონტით.

10% -იან ფასდაკლებასთან ერთად კვლავ მოქმედებს აქცია „გარემონტებული ბინები ქირის ფასად“. ამ პირობით სარგებლობისთვის საჭიროა მხოლოდ 30% პირველადი შენატანი, იპოთეკური სესხის გადახდას კი, რომელიც ქირის ფასის ტოლია, დაიწყებთ ბინაში გადასვლის შემდეგ.

პროექტი „ჭავჭავაძის 49“ შედგება ოთხი ბლოკისგან. მეორე ბლოკის მშენებლობა უკვე დასრულებულია (16 სართული), აქ დარჩენილია გასაყიდი მხოლოდ 12 ბინა.

დასრულებულია მეოთხე ბლოკის კარკასის მშენებლობა. იგი შედგება 25 სართულისგან, რომელთაგან 24 საცხოვრებელია, ხოლო 1 კომერციული.

2016 წლის ივლისში დაიწყო მესაბე ბლოკის მშენებლობა, რომელიც მეორე ბლოკის მსგავსად 16 სართულიანი იქნება. რაც შეეხება პირველ ბლოკს, მშენებლობის დაწყება უახლოეს მომავალში იგეგმება.

აქსისის პროექტები გამოირჩევა მასშტაბებით, მრავალფეროვნებით, ინოვაციური მიდგომებით, თანამედროვე არქიტექტურითა და რაც მთავარია, ხარისხით. აქსისის მიზანია გარემოს განვითარება, რისთვისაც ქმნის ისეთ პროდუქტს, რომელიც ცხოვრების სტილის სრულიად ახალ სტანდარტს და მოთხოვნებს ნერგავს საქართველოში.

აქცია გრძელდება 2016 წლის ოქტომბრამდე.

(R)