ყაზბეგის 24-ში ხეებს ჭრიან

სოციალურ ქსელ  „ფეისბუქში" ერთ-ერთი  მომხმარებელი ნასტია სართანია ინფორმაციას ავრცელებს, რომლის თანახმად, ყაზბეგის 24-ში ხეებს ჭრიან.

„ბიზნესპრესნიუსი"  უცვლელად გთავაზობთ მის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.

"SOS! პავლოვის 24-ში შემოგვესიენ! ასწლიან ნაძვებს ჭრიან! გვიშველეთ!", - წერს ნასტია სართანია და შესაბამის ვიდეომასალას "ფეისბუქზე"  ავრცელებს.

ვიდეოს, რომელიც მომხმარებელმა რამდენიმე საათის წინ გაავრცელა, სოციალურ ქსელში უკვე რეზონანსი მოჰყვა. ის ათასობით ადამიანმა ნახა და განიხილა. მათ შორის, თემას გამოეხმაურა საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი. "ამაზე მწარედ აგებენ პასუხს. სასწრაფოდ გამეცით პასუხი, რა არის ეს?", - წერს ელისაშვილი.