ოლიმპიადის ბილეთების უკანონო გაყიდვისთვის ევროპის ოლიმპიური კომიტეტების ხელმძღვანელი დააკავეს

რიო დე ჟანეიროში ევროპის ოლიმპიური კომიტეტების ხელმძღვანელი პატრიკ ჰიკი დააკავეს.

"ბიბისის" ცნობით, ჰიკი გადამყიდველისთვის ოლიმპიური თამაშების ბილეთების უკანონო გადაცემაშია ეჭვმიტანილი.

პოლიციის განცხადებით, პატრიკ ჰიკმა, რომელიც ასევე ირლანდიის ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელის პოსტს იკავებს, დაკავების დროს ადგილიდან მიმალვა სცადა.

ევროპის ოლიმპიური კომიტეტები - საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც რამდენიმე ათეულ ევროპულ ოლიმპიურ კომიტეტს აერთიანებს.