მზის ენერგიაზე მომუშავე  პირველმა საჰაერო ხომალმა დედამიწის გარშემო იფრინა

მზის ენერგიაზე მომუშავე საჰაერო ხომალდმა წარმატებით დაასრულა პირველი „საწვავის გარეშე“ ფრენა დედამიწის გარშემო.

ფრენა, რომელმაც განახლებადი ენერგიის პოტენციის დემონსტრირება მოახდინა, 16-თვიანი მოგზაურობის შემდეგ აბუ-დაბიში დასრულდა.

ხომალდი სახელწოდებით Solar Impulse 2 აბუ-დაბიდან 2015 წლის 9 მარტს აფრინდა, მან თითქმის 40 ათასი კილომეტრი და 500 საათი იფრინა. პერიოდული უამინდობის გამო, მოწყობილობა სულ 16-ჯერ დაეშვა ხმელეთზე და ზოგიერთ ქვეყანაში თვეზე მეტი დაჰყო.

მზის ენერგიაზე მომუშავე ხომალდი პილოტებმა -  ბერტრან რიკარდმა და ანდრე ბორჩბერგიმ შექმნეს. მათი თქმით, ისინი გეგმავენ სხვადასხვა ქვეყნების ხელისფლებას მიმართონ,  სუფთა და განახლებადი ენერგიის განვითარებაზე იმუშაონ.

პროპელერიანი მოწყობილობა აღჭურვილია 4 ძრავით, რომელიც ენერგიის წყაროდ მის ფრთებზე დამონტაჟებული 17,000 მზის ენერგიის შემკრები წყაროდან იღებდა ენერგიას.

კოკა კვირკველია