მობილური ინტერნეტის სისწრაფით საქართველო 95 ქვეყანას შორის 41-ეა

მობილური ინტერნეტის სისწრაფით საქართველო მსოფლიოს 95 ქვეყანას შორის 41-ე პოზიციაზეა.

კომპანია OpenSignal-ის ექსპერტებმა რეიტინგის შედგენისას მონაცემთა გადაცემის საშუალო სიჩქარე და ქვეყნის ტერიტორიის 3G და LTE ქსელებით დაფარვა გაითვალისწინეს. კვლევა 2016 წლის 1 მაისიდან 23 ივლისის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.

კვლევის თანახმად, საქართველოში ინტერნეტის საშუალო სიჩქარის მაჩვენებელი 10,68 მეგაბიტია წამში.

რაც შეეხება 3G/4G-ის ხელმისაწვდომობას, OpenSignal-ის მონაცემებით, საქართველოში ეს მაჩვენებელი 71,61%-ია.

კვლევის მიხედვით, მაღალი სიჩქარის ხელმისაწვდომობითა და ინტერნეტის სისწრაფით 95 ქვეყანას შორის პირველი სამხრეთ კორეაა.