სასამართლომ მაია და გუკა რჩეულიშვილები, ასევე ირაკლი მინდელი პატიმრობაში დატოვა

„ცენტრ პოინტის“ საქმეზე სამივე ბრალდებული - მაია რჩეულიშვილი, გუკა რჩეულიშვილი და ირაკლი მინდელი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

ადვოკატები ბრალდებულებისთვის გირაოს შეფარდების შუამდგომლობით გამოვიდნენ, თუმცა მოსამართლემ მათი არგუმენტაცია არ გაიზიარა.

უფრო კონკრეტულად, ადვოკატები ირაკლი მინდელისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის 50 000-ლარიანი გირაოთი შეცვლას, გუკა რჩეულიშვილისთვის 100 000-ლარიან გირაოს, მაია რჩეულიშვილისთვის კი 250 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას მოითხოვდნენ.