გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 20 აგვისტოდან დაიწყება

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 20 აგვისტოდან დაიწყება.

როგორც გარემოს დაცვის სამინისტროში განაცხადეს, ამასთან დაკავშირებით დღეს, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი ბრიფინგს გამართავს და საზოგადოებას გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მარეგულირებელ კანონმდებლობაში ცვლილებების შესახებ ინფორმაციას გააცნობს.

ბრიფინგი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში 11.00 საათზე დაიწყება.