პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, საწარმო „პატრიოტი“ გაფართოვდება

პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, საწარმო „პატრიოტი“ გაფართოვდება.

როგორც  მეწარმეობის განვითარების სააგენტოში განაცხადეს, შპს „პატრიოტი“ პროდუქციის გაფართოებას და დამატებით მაღალი ხარისხის წებო-ცემენტის წარმოებასა და რეალიზაციას შეძლებს.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, „პატრიოტი 2006“-ის ძირითად სამიზნე ბაზარს წარმოადგენს ქვეყნის შიდა ადგილობრივი ბაზარი, თუმცა კომპანიაში წარმოებული ევროპული ხარისხის პროდუქცია, ხელს შეუწყობს პროდუქციის ექსპორტს და ქვეყნის გარე ბაზრების ათვისებას. საწარმოში ამჟამად 220 თანამშრომელია დასაქმებული, ხოლო ბიზნესსაქმიანობის გაფართოების შემდგომ, რომელიც 2016 წლის ოქტომბრის თვეში იგეგმება, დამატებით 25 ადამიანი დასაქმდება.

შპს „პატრიოტი 2006“ პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას მეწარმეობის განვითარების სააგენტო განახორციელებს, ხოლო სააგენტოს დახმარებით განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 2 200 000 ლარს შეადგენს.