საქართველოს სამი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის ექსპორტ-იმპორტი

2016 წლის იანვარ-ივლისის მონაცემების მიხედვით, საქართველოს ათ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორ ქვეყანას შორის პირველ ადგილს კანადა იკავებს.

ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის ჩამონათვალი კი ასე გამოიყურება: კანადა, თურქეთი, რუსეთი, ჩინეთი, აზერბაიჯანი, ირლანდია, გერმანია, უკრაინა, სომხეთი და იტალია. ”ბინზესპერსნიუსი” საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფომაციაზე დაყრდნობით, სამ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორ ქვეყანაში ექსპორტირებული და იმპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფების ჩამონათვალს გთავაზობთ:

კანადა:

2016 წლის იანვარ-ივლისში, წინასწარი მონაცემებით, საქართველოდან კანდაში ექსპორტირებულ სასაქონლე ჯგუფებს შორის არის: დაუმუშავებელი ან ნახევრადდამუშავებული ოქრო; ფეროშენადნობები; თხილი; ყურძნის ნატურალური ღვინოები და მინერალური წყლები. კანადიდან საქართველოში იმპორტირებულ უმსხვილეს სასაქონლო ჯგუფებს კი სამკურნალო საშუალებები; გაყინული თევზი; ღორის ხორცი; მსუბუქი ავტომობილები და შინაური ფრინველის ხორცი შეადგენს.

თურქეთი:

საქართველოდან თურქეთში ექსპორტირებული უმსხვილეს სასაქონლო ჯგუფებს შორის არის: ტრიკოტაჟის ნაწარმი; ფქვილი და გრანულები ხორცის, თევზის ან კიბოსნაირებისაგან; ელექტროენერგია; წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან - ე.წ. „არმატურა“ ; მამაკაცის ტრიკოტაჟის კოსტუმები და კომპლექტები. რაც შეეხება თურქეთიდან საქართველოში იმპორტირებულ უმსხვილეს სასაქონლო ჯგუფებს, მათი ჩამონათვალი ასე გამოიყურება: მეტალოკონსტრუქციები შავი ლითონებისაგან; სამკურნალო საშუალებები; მილები და მილაკები შავი ლითონებისაგან; სანიტარულ-ჰიგიენური ნაწარმი; იზოლირებული კაბელები და მავთულები.

რუსეთი: საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები: ყურძნის ნატურალური ღვინოები; მინერალური და მტკნარი წყლები; ფეროშენადნობები; ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80 მოც.%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები; თხილი და სხვა კაკალი. რუსეთიდან საქართველოში იმპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები: ნავთობი და ნავთობპროდუქტები; ხორბალი ; სიგარეტები ; ელექტროენერგია ; მზესუმზირის ზეთი.