მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ვილა იყიდება

მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ვილა Les Cèdres (კედრები) გასაყიდად გამოიტანეს.

გამოცემა Nice-Matin-ის ცნობით, საფრანგეთში მდებარე ვილა 1 მილიარდ ევროდაა შეფასებული. 

ვილა, რომელიც კონცხ სან-ჟან-კაპ-ფერას რაიონშია (ნიცას შემოგარენი) განლაგებული, თავის დროზე ბელგიის მეფე ლეოპოლდ მეორეს ეკუთვნოდა. ამჟამად ვილა მარნიე-ლაპოსტოლის ოჯახის კუთვნილებაა, რომელიც ლიქიორ Grand Marnier-ის შემქნელი გახლავთ.

ვილაში სულ 10 ოთახია - სტუმრების მისაღები დარბაზი, საჯინიბო, ზამთრის ბაღი, 55 მეტრიანი აუზი და ბოტანიკური ბაღი სათბურებით.