Airbus-ის მფრინავი ტაქსი მგზავრებს პილოტის გარეშე მოემსახურება

მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ავიამშენებლი კომპანია Airbus უპილოტო მფრინავი-ტაქსის ტესტირებას წლის ბოლომდე მოახდენს.

კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პროექტი სახელწოდებით Vahana სამგზავრო/სატვირთო პლატფორმასაც ითვალისწინებს, რომელიც გარკვეულ მანძილზე გადაადგილებას დამოუკიდებლად შეძლებს.

ამ ეტაპზე პროექტთან დაკავშირებით სხვა ტექნიკურ დეტალებზე ინფორმაცია არ ვრცელდება.

კოკა კვირკველია