ცივი ომის დასრულების შემდეგ პირველად, გერმანია აპირებს მოსახლეობას საკვებისა და წყლის მარაგის შექმნისკენ მოუწოდოს

პირველად, ცივი ომის დასრულების შემდეგ, გერმანიის მთავრობა აპირებს მოსახლეობას საკვებისა და წყლის მარაგის შექმნისკენ მოუწოდოს.

"როიტერის" ინფორმაციით, გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებულ “სამოქალაქო თავდაცვის კონცეფციის" თანახმად, მოსახლეობა ვალდებული იქნება შექმნას საკვებისა და წყლის ინდივიდუალური მარაგი კატასტროფის ან შეიარაღებული თავდასხმის შემთხვევაში.

გეგმის მიხედვით, მოსახლეობა ვალდებული იქნება სულ მცირე ხუთი დღის მარაგი მოამზადოს.

69-გვერდიანი გეგმა არ საუბრობს პირდაპირ ტერიტორიულ თავდასხმაზე, თუმცა მასში ნათქვამია, რომ “მოსახლეობა შესაბამისად უნდა მოემზადოს ისეთი საფრთხისთვის, რომელსაც შეუძლია ჩვენს არსებობას დაემუქროს და რომელიც კატეგორიულად ვერ გამოირიცხება მომავალში”.