როგორ გამოიყურება მინიატურული ქალაქი შეკვეთილში, რომელიც ბანკი "ქართუმ" სახელმწიფოს აჩუქა (+ფოტო)

შეკვეთილში სულ რამდენიმე დღის წინ გახსნილი მინიატურების ქალაქი უკვე აოცებს მნახველს. პარკი საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით შეიქმნა და საქართველოს არქიტექტურული საგანძური მინიატურებშია წარმოდგენილი.

პარკში წარმოდგენილია 44 არქიტექტურული ძეგლის მინიატურა, წლის ბოლომდე დაგეგმილია კიდევ 5 ძეგლის მონტაჟი. 2017 წელს პარკს კიდევ რამდენიმე მინიატურა დაემატება. კომპლექსი მოიცავს: პარკს, თავად მინიატურებს, ინფრასტრუქტურას და ვიზიტორთა ცენტრს, რომელშიც განთავსებულია მინი ამფითეატრი, კაფე და სხვა ფუნქციური სივრცეები.

იხილეთ ფოტოგალერეა